გიორგი აბრამიშვილი: ელექტროენერგიის იმპორტის ფასი ზრდას განაგრძობს

ელექტროენერგიის იმპორტის ფასი წელს 8 ცენტის ფარგლებშია, ფასი იზრდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება – ამის შესახებ განახლებადი ენერგიების ასოციაცია GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, იმპორტის ფასი არაპროგნოზირებადია, და რუსეთს შეუძლია ეს ფასი სურვილისამებრ ხელოვნურად ან გამიზნულად აწიოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია იმაზე ხაზის გასმა, რომ ჩვენი საკუთარი განახლებადი ენერგიის ობიექტები უნდა განვავითაროთ, უნდა გვქონდეს პროგნოზირებადი ფასი, წარმოება და არ ვიყოთ სხვებზე დამოკიდებული თუნდაც ფასების, ან თუნდაც პოლიტიკურ ნებაზე. განსაკუთრებით დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ვხედავთ რუსეთი როგორ ბოროტად იყენებს თავის ენერგეტიკულ ბერკეტებს მეზობლებთან მიმართებაში. შესაბამისად, საკუთარი გენერაციის განვითარებაზე უარის თქმა არასწორია. თანაც, საუბარია განახლებად ენერგიაზე და არა წიაღისეულზე. ამ რისკების არ დანახვა ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პრობლემაა,“ – აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

Leave a Reply

Menu Title