საბერძნეთში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში პელოპონესის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე, ელიდას (ილია) რაიონში  ტყის მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, რომლის ქრობის პროცესში 195 მეხანძრე-მაშველი, შვიდი ქვეითი ჯგუფი, ტექნიკის 48 ერთეული, 6 თვითმფრინავი და 5 ვერტმფრენია ჩართული.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სახანძრო დეპარტამენტი ავრცელებს.

ხანძარი ქალაქ აჩაიასთან 3 ივლისს გაჩნდა. საფრთხის გამო, ახლოს მდებარე ოთხი სოფლის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის საშიშროების საპროგნოზო რუკის მიხედვით, რეგიონი ძალიან მაღალი რისკის კატეგორიაშია.

3 ივლისს საბერძნეთში ტყის 53 ხანძარი დაფიქსირდა. მათგან ყველაზე სერიოზული იყო პეანიის რეგიონში ატიკის რეგიონში, პორტო კაციკაში და კუნძულ ევბეას სამხრეთით, ქალაქ კარისტოსთან.

საბერძნეთის კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ივლის-აგვისტოში ქვეყანაში 200-ზე მეტი მეხანძრე დარჩება ბულგარეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, რუმინეთიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან.

Leave a Reply

Menu Title