სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

სსე წელს 10-მდე ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის დაგეგმარებას დაასრულებს

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში კორპორატიზაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, – ამის შესახებ თავად კომპანია აცხადებს.

“მოგეხსენებათ, რეფორმის შედეგად, კომპანია შეძლებს სახელმწიფოს დახმარების გარეშე მოიზიდოს ფინანსური რესურსი, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ პირველი სახელმწიფო საწარმოა, სადაც, კორპორაციული მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კორპორატიზაციის პროცესი დაიწყო”.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ უკვე ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე შერჩევის პრინციპით დაკომპლექტდა.

სსე-ს საინვესტიციო გეგმა 2022 წლისთვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისთვის დიზაინისა და საპროექტო სამუშაოებს მოიცავს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმის მიხედვით მიჰყვება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შემდეგი პროექტები:

• მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, სსე ახორციელებს ჯვარი-წყალტუბოს დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბო“ და ქვესადგურის „წყალტუბო-500“ მშენებლობის პროექტებს. ქვესადგურის სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის პირველ ნახევარში დაიწყო, ელექტროგადამცემ ხაზზე კი, მიმდინარეობს დიზაინისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის არეალის მომზადების სამუშაოები, რომლებიც 2022 წლის ბოლოს დასრულდება.

• 2021 წელს, „ელექტროგადამცემი ხაზის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, ხელი მოეწერა ელექტროგადამცემი ხაზის „ადიგენი-შუახევი“ მშენებლობის პროექტს. სამშენებლო კომპანია პროექტირებაზე მუშაობას 2022 წელს დაასრულებს, რის შემდეგაც დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

• 2022 წლის ბოლომდე, დასრულდება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის დეტალურ დიზაინზე მუშაობისა მშენებლობის ნებართვის მოპოვების სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში ლაჯანურსა და ოზურგეთში აშენდება ახალი ქვესადგურები, განხორციელდება ეგხ „პალიასტომი-1“-ის შეჭრა ოზურგეთის ქვესადგურში და ახალციხის ქვესადგურის გაფართოება, აშენდება 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ოზურგეთი-ზოტი“.

• გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია ელექტროგადამცემი ხაზების „წყალტუბო-ახალციხე“ და „ახალციხე-თორთუმი“მშენებლობის პროექტისთვის, რომელიც 2022 წლის დასასრულამდე მოამზადებს მშენებლობის დეტალურ პროექტს.

• ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 2022 წლის ივნისში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ელექტროგადამცემი ხაზების: „ლაჯანური-წყალტუბო“, „ნამახვანი-წყალტუბო“, „ნამახვანი-ტვიში-ლაჯანური“ „ახალი ლაჯანური-ლაჯანური ჰესი“ მშენებლობის შესახებ. 2022 წლის დასასრულამდე, სამშენებლო კომპანია მოამზადებს დეტალურ დიზაინს აღნიშნული პროექტისთვის.

Leave a Reply

Menu Title