„გაზპრომი“ ლიტვაში მონოპოლიას კარგავს

22 მლრდ დოლარის ზარალი და 72%-ით შემცირებული წარმოება – IEA რუსეთის გაზის სექტორზე ახალ პროგნოზს აქვეყნებს

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ახალი პროგნოზით, 2022-2025 წლებში რუსეთში გაზის წარმოება 480 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტით შემცირდება. რუსული გაზის მოხმარების დაჩქარებული შეწყვეტა კი წარმოების 550 მილიარდი კუბური მეტრით შემცირებას გამოიწვევს.

„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ მკვეთრად შეამცირა რუსული გაზის წარმოების პერსპექტივა და შეაფერხებს სამომავლო პროექტებს. სანქციები, რომლებიც ზღუდავენ წვდომას მთავარ კაპიტალის ბაზრებზე, მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე და ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ თანდათან შეწყვიტოს რუსეთიდან გაზის ყიდვა, დიდ ჩრდილს აყენებს რუსეთის სამომავლო განვითარებას“, – წერია IEA-ის ანგარიშში.

2021 წელს რუსეთმა 760 მლრდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი აწარმოა, საექსპორტოდ კი 227 მილიარდი კუბური მეტრი გაიტანა, აქედან ევროპაში 174 მლრდ კუბური მეტრი გავიდა.

IEA-ის თანახმად, ყველაზე მეტად დასავლეთ ციმბირი და იამალის ნახევარკუნძული დაზიანდებიან, ხოლო აღმოსავლეთ ციმბირის საბადოების წარმოებას საფრთხე ნაკლებად ემუქრება.

როგორ შემცირდება 2022-25 წლებში გაზის წარმოება რუსეთში სააგენტოს პროგნოზით:

sss-1657090731.png

წყარო: IEA

IEA პროგნოზირებს, რომ 2025 წელს მილსადენებით რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპაში 55%-ით შემცირდება 2021 წელთან შედარებით. ხოლო თუ ბაზრის ახლანდელი სტრუქტურა შენარჩუნდება, მიწოდება ევროპაში 45%-ით შემცირდება წლის ბოლოსთვის და რუსეთის წილი ევროპის ენერგომოხმარებაში, 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი, 25% იქნება.

2021 წელს რუსული გაზის საშუალო საექსპორტო ფასი 280 დოლარი იყო 1000 კუბურ მეტრზე. თუ 2021 წლის საშუალო ფასს ავიღებთ, ექსპორტის 55%-ით, 78.3 მლრდ კუბური მეტრით შემცირება რუსეთისთვის თითქმის 22 მილიარდი დოლარის დაკარგულ შემოსავალს ნიშნავს.

როგორი იყო ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში:

fggghh-1657090984.png

წყარო: IEA

ანგარიშში წერია ისიც, რომ ევროპის მიერ რუსულ გაზზე უარის თქმა ქვეყანას აიძულებს აქცენტი აზიის ბაზარზე გააკეთოს, თუმცა იმ მოცულობის გაზის სრულად გადართვას აზიაში, რასაც რუსეთი ევროპას აწვდიდა (155 მლრდ კუბური მეტრი), სულ მცირე, 10 წელი, ახალი საექსპორტო ინფრასტრუქტურა და კაპიტალში ინვესტირება უნდა დასჭირდეს, რაც ახლა რუსეთისთვის მიუწვდომელია.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title