ტოკიო ზომებს იღებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სახალინ 2-ის ენერგოპროექტი სხვა უწყებას გადასცა

იაპონიის მთავრობამ რუსეთი გააფრთხილა და თქვა, რომ ქვეყნის “ენერგეტიკული ინტერესები დაცული უნდა იყოს”. განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ნავთობისა და გაზის მრავალი მილიარდის ღირებულების პროექტების – სახალინ-2-ის, მართვის ბერკეტი სხვა რუსულ კომპანიას გადასცა.

დადგენილების თანახმად, რუსული გაზპრომი პროექტებში თავის წილს შეინარჩუნებს (გაზპრომი პროექტების 50%-ს ოპერირებს), მაგრამ სხვა აქციონერებმა რუსეთის მთავრობას ახალ ფირმაში წილისთვის ერთი თვის ვადაში უნდა მიმართონ. ამის შემდეგ კი, კრემლი თავად გადაწყვეტს – მისცეს თუ არა მათ წილის შენარჩუნების უფლება.

იაპონური სავაჭრო სახლები – Mitsui Corp და Mitsubishi Corp, სახალინ-2-ის პროექტში შესაბამისად 12.5 და 10%-იან წილებს ფლობენ, თუმცა პუტინის დადგენილების შემდეგ, მათი საინვესტიციო პერსპექტივები ჯერჯერობით ბუნდოვანია.

იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას თქმით, იგი არ ფიქრობს, რომ დადგენილება “LNG-ის იმპორტს მყისიერად შეაჩერებს”, რომელზეც იაპონია მნიშვნელოვნად დამოკიდებულია.

“ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ იმოქმედებს განკარგულება ჩვენს კონტრაქტზე”. – თქვა კიშიდამ.

იაპონიის მთავრობის ცნობით, ტოკიო ალტერნატიული მიმწოდებლების მოძიებისა და სწრაფი მოლაპარაკებების საკითხს განიხილავს.

წყარო: tabula.ge

Leave a Reply

Menu Title