ნარმანია: ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ

ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ, ვინაიდან ბოლო თვეების განმავლობაში კარგი გამომუშავება გვაქვს და პირიქით, ელექტროენერგია თურქეთში ექსპორტზე გადიოდა. გაზაფხულის პერიოდიდან, როცა თოვლის დნობა იწყება და უხვი ნალექია, ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება ადგილობრივ მოხმარებას აჭარბებს. შესაბამისად, ამ პერიოდში, ძირითადად, ეს არის მაისი-ივნისი და შესაძლოა, ივლისის გარკვეული დღეებიც, ელექტროენერგიის ექსპორტი ხდება. დეფიციტურ თვეებში კი ელექტროენერგია პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოდის, მათ შორის, რუსეთიდან. საიდანაც უფრო დაბალი ფასი იდება აუქციონზე, ელექტროენერგიის შემოტანა იქიდან ხდება

აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

Leave a Reply

Menu Title