OPEC-ის ხელმძღვანელი გარდაიცვალა

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) გენერალური მდივანი, ნიგერიელი პოლიტიკოსი მოჰამედ ბარკინდო 63 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ CNBC წერს.

ბარკინდოს მოულოდნელი გარდაცვალება გამაოგნებელი აღმოჩნდა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, რომელთაგანაც ბევრი მას ინდუსტრიის გიგანტად მოიხსენიებს“, – წერს მედია.

ბარკინდოს კარიერა ნავთობის სფეროში ოთხ ათწლეულზე მეტს ითვლის – OPEC-მდე ის მუშაობდა ნიგერიის ნავთობის ეროვნულ კორპორაციაში, Duke Oil-ში, ასევე – ნიგერიის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროებში.

OPEC-ის გენერალური მდივნის თანამდებობა მან 2016 წელს დაიკავა.

Leave a Reply

Menu Title