ჯოზეფ ბორელი: 2022 წლის ბოლომდე 90%-ით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს და სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს

სანქციები უკვე მძიმედ ურტყამს ვლადიმირ პუტინსა და მის თანამზრახველებს და მათი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე დროთა განმავლობაში გაიზრდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრით, მიზანმიმართულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ექვსი პაკეტი მიიღო, რომლის სამიზნეც თითქმის 1 200 ფიზიკურ პირი და 98 ორგანიზაციაა, ისევე როგორც რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორები.

„2022 წლის ბოლომდე ჩვენ 90%-ით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს და სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს. ეს გადაწყვეტილებები თანდათან გვათავისუფლებს დამოკიდებულებისგან, რომელიც დიდი ხანია აფერხებს ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს ვლადიმერ პუტინის აგრესიულობის ფონზე. მას, ალბათ, სჯეროდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა სანქციებს ენერგო დამოკიდებულების გამო“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

Leave a Reply

Menu Title