გერმანია „გაზის ლოკდაუნისთვის“ ემზადება

გერმანია რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების სრული გათიშვისთვის ემზადება, რასაც იქ უკვე უწოდებენ „გაზის ლოკდაუნს“. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ყველაზე მეტად გაზი სამრეწველო საწარმოებს მოაკლდება. გაზის დეფიციტი მთელ ქვეყანას დაეტყობა, ხოლო ის გაზი, რომელიც იქნება, ეღირება ძალზე ძვირი. ამასთანავე, დეფიციტის სიმწვავე ჯერ უცნობია, ასევე, უცნობია ის, გათიშავს თუ არა რუსეთი ბუნებრივ აირს საერთოდ, თუ მის მიწოდებას ევროპისთვის მინიმუმამდე შეამცირებს.

გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, პირველ რიგში ბუნებრივ აირს სწორედ საწარმოებს გაუთიშავენ, რადგანაც სახლები და საავადმყოფოები ამ თვალსაზრისით კანონით არის დაცული. ამასთანავე, გაზის გამანაწილებელი ქსელების ტექნოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ გაზი მათაც გამოურთონ.

გერმანიის გადამამუშავებელ მრეწველობას ბევრი სითბო სჭირდება

გერმანიაში გადამამუშავებელი მრეწველობის მიერ მთლიანი ბუნებრივი აირის მოხმარების 36% მოდის. გაზი არა პროდუქციის საწარმოებლად როგორც ქიმიური შენაერთი, არამედ საწვავისთვის არის საჭირო.

დანარჩენი ბუნებრივი აირი გათბობაზე და ელექტროენერგიის წარმოებაზე იხარჯება. საწარმოების გარკვეულ ნაწილს ნავთობზე და ქვანახშირზე გადართვა შეუძლიათ, მაგრამ ეს ყველას არ ეხება.

ასე, მაგალითად, ქალაქ ლოინის ქიმიური მრეწველობის ცენტრმა გასულ წელთან შედარებით ბუნებრივი არიის მოხმარება 30%-ით შეამცირა. სამრეწველო ზონაში 100 საწარმო მდებარეობს და აქ 12 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. აქ საწარმოები ეტაპობრივად ნავთობის მოხმარებაზე გადაერთვება, თანაც მასთან ახლოს რამდენიმე ნავთობსადენი და გადამამუშავებელი საწარმო მდებარეობს.

მართალია, ნავთობი მსოფლიო ბაზარზე ასევე გაძვირდა, მაგრამ გასულ ზამთარში მისმა ფასმა ორჯერ მოიმატა და არა 5-8-ჯერ, როგორც ეს ბუნებრივი აირის შემთხვევაში მოხდა. ასევე უფრო აქტიურად ხდება ელექტროენერგიის გამოყენება. გერმანიაში საკმაოდ ბევრია განახლებადი ელექტროენერგიის სადგური.

„გაზპრომთან“ ახლო მეგობრობამ BASF-ს არ უშველა

გერმანიის ბევრ კომპანიას სხვა ენერგომატარებლებზე გადართვის ან ეკონომიურად ხარჯვის შესაძლებლობა უბრალოდ არ აქვთ. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა ქიმიური მრეწველობის გიგანტი  BASF, რომელიც გერმანიაში ბუნებრივი აირის უმსხვილესი მომხმარებელია.

ამ კონცერნს რუსულ „გაზპრომთან“ ათწლეულების მანძილზე განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდა.  BASF-ის შვილობილი კომპანია Wintershall რუსულ პროექტებში „ჩრდილოეთ ნაკადი“, „სამხრეთ ნაკადი“, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ და სხვა პროექტებში იყო ჩართული. ახლა კი BASF ძველი რუსი პარტნიორისგან გაზის მიწოდების შეწყვეტის რისკის ქვეშ არის.

ჯერჯერობით, საწარმოს ინფორმაციით, მას ევროპის არცერთ ობიექტზე წარმოება არ შეუმცირებია ბუნებრივი აირის დეფიციტის გამო.

რომელი საწარმოები შეიძლება გაითიშოს გერმანიაში „გაზის ლოკდაუნის“ შემთხვევაში?

ექსპერტები აცხადებენ, რომ გერმანიის მთავრობა, კერძოდ კი ქსელების ფედერალური სააგენტო (Bundesnetzagentur, BNetzA) შეეცდება შეძლებისდაგვარად გაზი არ გაუთიშოს სამრეწველო გიგანტებს, რომელთა პროდუქცია, თავის მხრივ, სხვა საწარმოებს სჭირდებათ. მაგ. ავტოქარხნებს, მათ ხომ ფოლადიც და სხვადასხვა ქიმიური პროდუქციაც სჭირდება.

„ერთი მხრივ, მხოლოდ მცირე საწარმოებისთვის გაზის მიწოდების გათიშვა უსამართლობაა, მაგრამ, მეორე მხრივ, აუცილებელია მოქმედება საერთო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რათა საერთო ჯამში სახალხო მეურნეობისთვის ზარალი მინიმალური იყოს. ამიტომ იმ საწარმოების ჩამონათვალს, რომლებსაც „გაზის ლოკდაუნში“ გაუშვებენ, BnetzA დაადგენს“, – განაცხადა ბანკის, Donner & Reuschel-ის ეკონომისტმა კარსტენ მუმმა.

სწორედ ამ რთული გადაწყვეტილებები მიღება მოუწევს BnetzA-ს მომდევნო კვირების განმავლობაში. რაც შეეხება საწარმეობს, ისინი ხვადასხვა ლობისტური საშუალებებით შეეცდებიან მთავრობაში საკუთარი ინეტერესების დაცვას.

წყარო: pia.ge

Leave a Reply

Menu Title