ნარჩენების გადამუშავება და წრიული ეკონომიკა საქართველოში

რა არის ცირკულარული, ანუ წრიული ეკონომიკა, რატომ გააქტიურდა ის ბოლო წლებში და რა  კეთდება საქართველოში ამ მიმართულებით? — ამ და  სხვა  თემებზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“  სურსათისა და საკვებ პროდუქტების შესაფუთი კონტეინერების მწარმოებელი კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ამირან ცერცვაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით მსოფლიოში წრიულ ეკონომიკას ალტერნატივა არ აქვს და ყველა თანხმდება იმაზე, რომ რაც იწარმოება, ბუნებაში ნაგვის სახით არ უნდა გაიფანტოს.

„ნაგავი რეალურად ბუნებრივი რესურსია, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ის და გამოვიყენოთ, ოღონდ არა ისე, რომ ბუნება დავაზიანოთ, მიმართულება იცვლება და ალტერნატივა არ აქვს იმას, რომ გლობალურად ყველა წრიულ ეკონომიკაზე უნდა გადავიდეს. მაგალითად, 2030 წლისთვის რამდენიმე  გიგანტურმა სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ, აიღო ვალდებულება, რომ როდესაც ისინი თავიანთ პროდუქტს დახლებზე განათავსებენ, მათ წარმოებაში დაახლოებით 50% გადამუშავებული პლასტიკი უნდა იყოს, თუმცა უკვე არსებობს პრეცედენტები და დაახლოებით 25 ქვეყანაში 100% -ით გადამუშავებული პლასტიკის ბოთლებით არის სასმელები წარმოდგენილი“, — აღნიშნა ამირან ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით დღეს ქვეყანაში მთავარ პრობლემას შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა და საკანონმდებლო ნაწილი წარმოადგენს.

„ძალიან მალე ძალაში შევა კანონი „მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების“ შესახებ, რაც თავისთავად  იქნება ერთგვარი ინიციატორი, რომ მოსახლეობამ შეძლოს ნარჩენების რეალურად დახარისხება და განთავსება.  რა თქმა უნდა საწყის ეტაპზე ყველა შესაფუთს არ შეეხება და საწყის ეტაპზე აპრობირებულია პეტ – ის  ბოთლების დეპოზიტური  სისტემა. 

ქვეყანაში არსებობს  რამდენიმე  გადამამუშავებელი საწარმო, მაგრამ რეალურად ბუნებაში გაფანტულ ნედლეულზე  ხელმისაწვდომობა იმდენად მწირია და იმდენად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ რეალურად  ამ ნარჩენების  მოკრეფა და თავმოყრა ძალიან არაეფექტური იქნება და არც  ბიზნესისთვის  იქნება საინტერესო. ბიზნესმა უნდა შეძლოს და  დაარეგულიროს მოთხოვნა, რასაც  ინფრასტრუქტურულ ნაწილში მხარდაჭერა  სჭირდება“. – აღნიშნა ამირან ცერცვაძემ.

ცერცვაძემ საერთაშორისო  გამოცდილებაზეც  ისაუბრა და განმარტა, რომ გადამუშავების  ნაწილში თურქეთი ძალიან აქტიურია,  განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ევროპიდან და აშშ-იდან ნარჩენების იმპორტი აკრძალა. თურქეთი არა მხოლოდ ქვეყანაში  წარმოქმნილ  ნარჩენებს ამუშავებს,  არამედ ნარჩენების იმპორტსაც ახორციელებს, აღნიშნული მოდელი თურქეთში დაახლოებით  5-6 წელია მოქმედებს და გადამუშავებული ნარჩენების რაოდენობა დრამატულად  იზრდება.

„კავკასფექს“ აქვს USAID- ის გრანტი, გარდა ამისა, კომპანია გადაეცა  ენერგო ეფექტურობაზე მორგებული მანქანა-დანადგარები და მისი მეშვეობით ელექტრო რესურსის მოხმარება დაახლოებით 30% – ით შეამცირეს. ცერცვაძე აღნიშნავს, რომ  იქიდან გამომდინარე რომ საქართველოში ნარჩენებზე ხელმისაწვდომობა დაბალია, უწევთ ნედლეულის შემოტანა და გადამუშავება.

„დღესდღეობით, რა მოცულობაზეც ჩვენი კომპანიაა გასული,  თამამად  შემიძლია  ვთქვა, რომ საქართველოში არსებული პეტის ბოთლების ნარჩენების  სრული  ათვისების რესურსი გააჩნია კომპანიას. არსებული მოხმარება და ის მოცულობა რასაც ვაწარმოებთ და რომლის  მიწოდებას  ვახდენთ, როგორც ჩვენ  ქვეყანაში, ასევე საექსპორტო  ბაზრებზე.  წლიდან  წლამდე  იზრდება.

ვითარდება  ადგილობრივი  ბაზარი, დიდი  აქცენტი კეთდება საექსპორტო  პოტენციალზე, აშშ-ში  ძალიან  აქტიურად მიმდინარეობს  ექსპორტი. ძალიან  ბევრი  საინტერესო  დაკვეთა მოდის უშუალოდ  აშშ-ის და კანადის  ბაზრებიდან. ჩვენი პროდუქტი ამერიკის  ცნობილ  ქსელებში  შედის, თუმცა აქცენტს ამავდროულად  ვაკეთებთ ევროპის  მიმართულებით და „აწარმოე  საქართველოს“ მხარდაჭერით. წელს მივდივართ  ნიურნბერგის გამოფენაზე  სადაც წარვადგენთ ჩვენ ქვეყანას“-  აღნიშნა ამირან ცერცვაძემ.

კომპანია „კავკასფექმა“ მუშაობა 14 წლის  წინ  დაწყო,  წარმოება მდებარეობს ქალაქ  რუსთავში და  საქმიანობის  ძირითად სფეროს წარმოადგენს  შესაფუთი კონტეინერების წარმოება. პროდუქტი მზადდება გადამუშავებული პლასტიკის ბოთლისგან  კომპანია 2016  წლიდან ახორციელებს ექსპორტს  და აშშ-ში, კანადაში,  პანამაში,  აზერბაიჯანში , თურქეთში და  სომხეთში. კომპანიის  სამომავლო შედეგები  შედის ევროკავშირის  ბაზარზე  გასვლაც. კომპანია  კავკასუსფექი 110 ადამიანს  ასაქმებს.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title