ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ყაზახეთმა ბენზინის წარმოება გაზარდა

ყაზახეთმა 2022 წლის მარტში 410,1 ათასი ტონა ბენზინი აწარმოა, რაც 13,6 პროცენტით მეტია 2021 წლის მარტისა და 6,4 პროცენტით მეტია 2022 წლის თებერვალის მაჩვენებელზე. ამის შესახებ Trend-ი ყაზახეთის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

2022 წლის სამ თვეში, საწვავის წარმოების მაჩვენებელმა 1,2 მლნ ტონა შეადგინა, რაც 4,2 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ბენზინის იმპორტის მოცულობამ 2022 წლის მარტში 60 ტონა შეადგინა, ხოლო იმპორტმა იანვრიდან მარტამდე – 251,3 ტონა. ყაზახეთის შიდა ბაზარზე ბენზინის გაყიდვის მოცულობა 2021 წლის მარტთან შედარებით 17 პროცენტით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით 6,4 პროცენტით გაიზარდა და 410,1 ათასი ტონა შეადგინა. შიდა ბაზარზე გაყიდვებმა სამი თვის განმავლობაში 1,2 მლნ ტონა შეადგინა, რაც 14,1-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საგულისხმოა, რომ საანგარიშო პერიოდში ბენზინი არ იყო ექსპორტირებული.

წყარო: europetime.eu

Leave a Reply

Menu Title