საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას

მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას.
ამჯერად, სამუშაოები დასრულდა წალკის მუნიციპალიტეტის 10 დასახლებულ პუნქტში. დაშბაშში, კოხტაში, ბეშთაშენში, სამადლოში, ახალშენში, იმერაში, ბარეთში, არჯევან-სარვანში, საბეჭისსა და თეჯისში პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდა 93 557 გრძივი მეტრი გაზსადენი და 2 092 აბონენტს შესაძლებლობა მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 4 246 608 ლარი.
წალკის მუნიციპალიტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშოები გნხორციელდა 22 დასახლებულ პუნქტში, რომელიც 5 963 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

Leave a Reply

Menu Title