საწვავის რეკორდული ფასის ფონზე Shell-ი შემოსავლის $1 მილიარდიან ზრდას ვარაუდობს

ევროპის უდიდესი ნავთობკომპანია Shell-ი, ნავთობის ბაზარზე შექმნილი ვითარების ფონზე, გაზრდილ მოგებას ელის. კერძოდ, კომპანიის განცხადებით, ენერგიის ბაზარზე მაღალი ფასების გათვალისწინებით, საწვავის გადამუშავებიდან მიღებულმა შემოსავალმა მეორე კვარტალში, შესაძლოა, $1 მილიარდზე მეტი შემატა.

ლონდონში დაფუძნებული ენერგეტიკული გიგანტის სავაჭრო მონაცემები მსხვილი ნავთობკომპანიების შემოსავლების შესახებ პირველი ინდიკატორია. კომპანიების შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა ბენზინის ფასის გაძვირებას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ენერგიის მზარდი ღირებულება ნავთობის მწარმოებელ ძირითად ქვეყნებს რამდენიმე რთული წლის შემდეგ აძლიერებს, ეს შესაძლოა პოლიტიკური გაკიცხვის საგნად იქცეს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე მოუწოდა საწვავის საცალო მოვაჭრეებს დაწიონ ფასები, ხოლო ზოგიერთ ქვეყნებში კომპანიები მოულოდნელი გადასახადების წინაშეც აღმოჩნდნენ.

Shell-ის მიერ ნედლი ნავთობის გადამუშავებით მიღებული მოგები მარჟა მეორე კვარტალში ბარელზე $28,04-მდე გაიზარდა $10,23-დან. მოსალოდნელია, რომ ეს კომპანიის ფინანსურ შედეგებს $800-დან $1,2 მილიარდამდე გაზრდის.

ნავთობის ფასი წელს 30%-ით გაიზარდა, რაც უკრაინაში ომით გამოწვეულ მიწოდების შეფერხებებთან არის კავშირში. ფასების ზრდის გრძელვადიან პერსპექტივაზე დაყრდნობით, Shell-ი ელის, რომ ჩამოწერილი აქტივების, რომელიც კომპანიას $4.5 მილიარდამდე დაუჯდა, უკან დაბრუნებას შეძლებს.

პირველ კვარტალში კომპანიამ $3,9 მილიარდის ზარალი განიცადა, რაც რუსეთიდან მისი საწარმოების დაგეგმილი გასვლით იყო გამოწვეული. კომპანია ასევე მიიღებს დამატებით $350 მილიონიანი ზარალის დარტყმას, რომელიც რუსული Sakhalin-2 პროექტიდან თხევადი ბუნებრივი აირის მოცულობის შემცირებას უკავშირდება.

წყარო: businessformula.ge

Leave a Reply

Menu Title