თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით, მუღლას პროვინციის ქალაქ დათჩაში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის ქრობაში თვითმფრინავები და ვერტმფრენებია ჩართული.

ამის შესახებ Anadolu წერს.

აღინიშნება, რომ ხანძარი 13 ივლისს სოფელ მესუდიესთან გაჩნდა. ქარის გამო, ცეცხლმა სწრაფად მოიცვა ტყის დიდი ტერიტორია.

სალიკვიდაციო სამუშაოებს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ვაჰიტ კირიშჩი პირადად ხელმძღვანელობს.

ამ დროისთვის, ხანძრის ქრობაში 10 თვითმფრინავი, 17 წყლის რეაქტიული შვეულმფრენი, 3 ადმინისტრაციული ვერტმფრენი, 179 სახანძრო მანქანა, 19 სატვირთო ავზი, სამუშაო ტექნიკის 29 ერთეული და 1500 მეხანძრეა ჩართული.

Leave a Reply

Menu Title