ლინას ლინკევიჩუსი – ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შესყიდვით ევროკავშირმა რუსეთს უფრო ბევრი ფული გაუგზავნა, ვიდრე უკრაინას დახმარების სახით

ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შესყიდვით ევროკავშირმა რუსეთს უფრო ბევრი ფული გაუგზავნა, ვიდრე უკრაინას დახმარების სახით, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერში“ წერს.

„მზადდება სანქციების მე-7 პაკეტი. ვინმეს აინტერესებს? ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შესყიდვით ევროკავშირმა ექსპონენტურად რუსეთს უფრო მეტი ფული გაუგზავნა, ვიდრე უკრაინას დახმარების სახით. ნავთობზე ფასები იზრდება. რუბლი უფრო გამყარდა. ვიღაც-ვიღაცები კვლავ შეშფოთებული არიან „პროვოკაციული“ შეზღუდვებით. სამწუხაროა“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.

Leave a Reply

Menu Title