თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ “ქვეყანა რუსული სამხედრო საფრთხის ქვეშ იმყოფება და მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება დაიხუროს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები, ყველა ტიპის რუსული გემებისთვის”
ამერიკული გამოცემა ,, FOX News”-ის წამყვანის ცნობით თურქეთმა დახურა სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სრუტეები, ბოსფორი და დარდანელი. საერთაშორისო მედიის ცნობით სრუტეები დაიხურება, როგორც რუსეთის სამხედრო, ასევე სამოქალაქო გემებისთვის, მათ შორის არა სირიისთვის განკუთვნილი ტვირთითაც. შესაბამისი გადაწყვეტილება თურქეთმა გაუგზავნა გაეროს, რის შედეგადაც მთელი რუსული შავი ზღვის ფლოტი ჩაიკეტა შავი ზღვის აკვატორიაში.