თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

თურქულმა სახელმწიფო კომპანია Botas-მა, ყატარის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან ურთიერთგაგების წინასწარი მემორანდუმი გააფორმა, რომელიც გრძელვადიან საფუძველზე ყატარიდან თურქეთში გაზის ექსპორტს ითვალისწინებს, წერს თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu.

დოკუმენტს ხელი თურქეთის პრეზიდენტის, რეჟებ ტაიპ ერდოღანის ყატარში ვიზიტისას მოეწერა და ის შესაძლებლობას ქმნის ყატარული თხევადი გაზის იმპორტისთვის თურქეთში. ადრე, თურქეთში ყატარული გაზის მიღება მოკლევადიანი შეთანხმებების საფუძველზე ხდებოდა. 2014 წელს თურქეთმა 47.6 მლრდ კუბური მეტრი გაზის იმპორტი განახორციელა და აქედან დაახლოებით 60% რუსეთიდან. თურქეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შესაძლო შეწყვეტა ქვეყანაში დეფიციტის საფრთხეს არ წარმოშობს.

წყარო: ბიზნესკონტაქტი

Leave a Reply

Menu Title