ევროკომისარი: სამხრეთის გაზის დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციაში

სამხრეთის გაზის დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის ბუნებრივი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციაში, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა.

„ჩემი ვიზიტი ბაქოში პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. გასული თვეების განმავლობაში, ევროკავშირისთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთი და „გაზპრომი“ გამოიყენებდნენ ენერგომომარაგებას, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტს. ამიტომ, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა ფოკუსირება მოვახდინოთ სანდო საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებზე“, – განაცხადა კადრი სიმსონმა. 

მანვე დაამატა, რომ აზერბაიჯანთან ერთად, ევროკავშირი ასევე ეძებს სხვა პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, სადაც ხედავს არამხოლოდ გაზის მიწოდების პოტენციალს, არამედ გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის წყალბადისა და განახლებადი ენერგიის საკითხებში.

Leave a Reply

Menu Title