რუსეთი ორი თვის განმავლობაში ლიდერობს ჩინეთში ნავთობის მიწოდებით

რუსეთი ივნისის თვეში  მეორე თვეა ზედიზედ ჩინეთში ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელია მაისის თვეში რეკორდული მიწოდების ფონზე. Reuters-ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ივნისში რუსეთიდან ჩინეთში ნავთობის იმპორტმა შეადგინა 7,29 მლნ ტონა, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს დარჩეს ლიდერებს შორის ქვეყანაში აღნიშნული სახის საწვავის მიწოდების მიხედვით. ამასთან, ეს მაჩვენებელი 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, მაგრამ ოდნავ ნაკლებია მაისის რეკორდულ მონაცემზე. მაშინ რუსეთმა მიაწოდა 8,42 მილიონი ტონა, ნათქვამია განცხადებაში.

ივნისში ჩინეთმა საუდის არაბეთიდან 5,06 მილიონი ტონა ნავთობი მიიღო. ამასთან, წლიური თვალსაზრისით, მიწოდება შემცირდა თითქმის მესამედით (30%).

Leave a Reply

Menu Title