გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,45 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,45 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 426,609 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ბენზინის მარაგები  გაიზარდა 3,5  მილიონი ბარელით  და შეადგინა  228.435  მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები  შემცირდა 1,3  მილიონი ბარელით და შეადგინა  112,508 მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Leave a Reply

Menu Title