რუსული ნავთობის ანგარიშსწორების მიზნით, ევროკავშირმა ანტირუსული სანქციები შეამსუბუქა

ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მეშვიდე პაკეტით, დაწესდა აკრძალვა რუსული ოქროს ექსპორტზე და გაფართოვდა ორგანიზაციების ჩამონათვალი შავი სიაში, მაგრამ ასევე მნიშვნელოვნად შემსუბუქდა რიგი ფინანსური შეზღუდვები რუსეთის ნავთობისა და სურსათის ექსპორტზე. ამასთან, გაუქმდა გარკვეული აკრძალვები გარკვეული საქონლისა და მომსახურების მიწოდებაზე რუსეთს ავიაციისთვის, ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

„სანქციების გარკვევისა და დაზუსტების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთიდან ოქროს, მათ შორის ძვირფასეულობის შეძენის, იმპორტის ან გადაცემის აკრძალვას. ევროკავშირმა გადაწყვიტა გააფართოვოს გამონაკლისები შეზღუდვებისგან, რათა დაუშვას ტრანზაქციები ზოგიერთ სახელმწიფო უწყებებთან სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან და ნავთობის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ევროკავშირმა ასევე გააუქმა რუსეთისთვის საავიაციო ინდუსტრიისთვის რიგი საქონლის, მომსახურებისა და ტექნოლოგიების მიწოდების აკრძალვა, „რასაც მოითხოვს საერთაშორისო ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტები“.

ამავდროულად, ევროკავშირმა გააფართოვა ფიზიკური და იურიდიული პირების შავი სია და ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების სია, რომლეთა რუსეთში მიწოდება აკრძალული იყო.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply

Menu Title