საუდის არაბეთის მიერ ივლისის თვეში ნავთობის ექსპორტმა ბოლო 2 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

საუდის არაბეთიდან ნავთობის ექსპორტმა ივლისის თვეში მიაღწია 7,5 მილიონ ბარელს/დღეში , რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2020 წლის აპრილის თვიდან, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ზე დაყრდნობით “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ავრცელებს.

ივნისის თვეში სამეფომ განახორციელა 6,6 მილიონი ბარელის ექსპორტი დღეში. ამრიგად, საუდის არაბეთის საექსპორტო მიწოდება გაიზარდა 13,6%-ით.

სააგენტოს მონაცემებით, ნავთობის მიწოდება საუდის არაბეთიდან ჩინეთში, რომელიც ძირითადი დანიშნულების ადგილია, ივლისში გაიზარდა საშუალოდ 1.65 მილიონ ბარელამდე/დღეში. ინდოეთში მიწოდებამ პირველად 2020 წლის აპრილის შემდეგ გადააჭარბა 1 მილიონ ბარელს/დღეში.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი აშშ-ში 11%-ით შემცირდა ივნისის თვის მაჩვენებელთან შედარებით- 371 ათას ბარელამდე/დღეში, იაპონიაში – 18%-ით 903 ათას ბარელამდე/დღეში.

Leave a Reply

Menu Title