ჩინეთი და იპაონია მზის ენერგიის წარმოების ლიდერები არიან

ჩინეთი და იპაონია მზის ენერგიის წარმოების ლიდერები არიან

ჩინეთი და იპაონია მზის ენერგიის წარმოების ლიდერები არიან. 2015 წელს მოსალოდნელია, გლობალური ენერგიის პანელის წარმოების თითქმის 3-ჯერ ზრდა. ჩინეთი მსოფლიოს 75%-ი წარმოებული პანელით, ლიდერის პოზიციას იკავებს.

იაპონიას რაც შეეხება, ქვეყანა ჩინეთს ჩამორჩება და მე-2 ადგილს იკავებს. ბლუმბერგის თანახმად, 2015 წელს, იაპონია 12.7 გიგავატი მზის ენერგიას დააინსტალირებს.

ქვეყანა განახლებულ ენერგიაზე გადასვლას 2011 წლის ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ ახორციელებს.

ჩინელი მწარმოებლები გეგმავენ 55 გიგავატი პანელის გამოშვებას, რომელიც 11 მილიონ ამერიკული სახლის მომარაგებას შეძლებს, ერთი წლის განვავლობაში.

2014 წლის ნოემბერში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და ამერიკის პრეზიდენტ, ბარაკ ობამას შორის გაფორმდა გარიგება ენერგიის წარმოებაში არაწიაღისეული საწვავის წილის, 20 პროცენტამდე გაზრდაზე, 2030 წლისთვის. ამისთვის ჩინეთის მთავრობამ ისტალაციები 17.8 გიგავატამდე გაზარდა.

2015 წელს, მზის ენერგიის ტექნოლოგიას, პირველად შეეძლება კონკურენცია გაუწიოს ნავთობს.

წყარო: ibusiness.ge

Leave a Reply

Menu Title