მოლდოვაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოლდოვაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. Newsmakerის ცნობით, ამის შესახებ დღეს ტელეეთერში მოლდოვის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბლადიმერ ბოლიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის მდინარე დნესტრში წყლის დონე 30-40% აღწევს, პრუტეში -15-30%, მცირე მდინარეებში კი 10-20%-ს. დიდ მდინარეებს ამის გამო ყვითელი, ხოლო პატარებს წითელი კოდი მიენიჭათ.

ასევე შემცირდა გრუნტის წყლების დონე, რომელზედაც არტეზიულ ჭაბურღილებში წყლის დონეა დამოკიდებული.

მოლდოვას ეკოლოგიის სამინისტრომ რეკომენდაცია გაუწია წყალმომარაგების კომპანიებს, რომ გარკვეული საათის განმავლობაში წყალი დაგეგმილად გათიშონ.

Leave a Reply

Menu Title