პოლონეთმა გაზის საცავები ზამთრამდე 100%-ით შეავსო

პოლონეთმა სრულად უზრუნველყო გაზი მომავალი ზამთრისთვის და მზად არის გათბობის სეზონისთვის. ამის შესახებ პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ანა მასკვამ განაცხადა, წერს The first news Рolsat news-ზე დაყრდნობით.

ქვეყანამ შეავსო მიწისქვეშა საცავი და უზრუნველყო გაზის უწყვეტი იმპორტი, თქვა მან. მას შემდეგ, რაც რუსეთმა მას მიწოდება შეწყვიტა, მთავრობა დათანხმდა მარაგების შევსებას რამდენიმე წყაროდან.

“ამ სეზონზე უზრუნველყოფილი ვართ. გაზის საცავი 100%-ით შეივსო. მიუხედავად იმისა, რაც “ნორდ სტრიმთან” დაკავშირებ ხდება, გაზის მიწოდება გრძელდება.” – განაცხადა მინისტრმა.

ამასთანავე, 29 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნება გაზსადენი Baltic Pipe, რომლითაც ნორვეგიული ბუნებრივი აირი დანიასა და პოლონეთში შევა. გაზსადენით პოლონეთი წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს, საიდანაც 3 მილიარდი დანიაში შევა.

Leave a Reply

Menu Title