OPEC+-ის გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების 100 ათასი ბარელით/დღეში გაზრდის შესახებ 2022 წლის სექტემბერში მიზნად ისახავს ბაზრის რეაქციის შესწავლას, რაც ახლა ძნელად პროგნოზირებადია მიმდინარე გლობალური ეკონომიკური პირობების გამო. “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, აღნიშნულის შესახებ განმარტება გააკეთე ოპეკის გენერალურმა მდივანმა ალ-ჰაისმა.
მისი თქმით, სანავთობო ბაზარზე არსებული მკვეთრი რყევები მიმდინარე გლობალური ეკონომიკური პირობების გამო ართულებს მოპოვების დეფიციტის ან სიჭარბის პროგნოზირებას 2022 წლისთვის, ხოლო თავისუფალი სიმძლავრეაბი მსოფლიოში არც ისე ბევრია.
OPEC+-მა თავისი გადაწყვეტილება ახსნა თავისუფალი სიმძლავრეების შეზღუდული ოდენობით, სანავთობო სექტორში ინვესტიციების ქრონიკული ნაკლებობით, ასევე ნავთობის გადამუშავებაში შეფერხებების არსებობით.
2022 წლის 3 აგვისტოს გაიმართა “OPEC+”-ის მინისტრთა შეხვედრა, რის შემდეგაც დამტკიცდა ნავთობის მოპოვების ზრდა 2022 წლის სექტემბრისთვის აგვისტოსთან შედარებით 100 ათასი ბარელით/დღეში.