“ევროპა გაზის უწყვეტი მიწოდებისთვის თურქეთის მადლიერი უნდა იყოს” – პუტინი

სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინის და რეჯეპ თაიფ ერდოღანის მოლაპარაკება დაიწყო.

შეხვედრის დასაწყისში, რუსეთის ლიდერმა ერდოღანს უკრაინიდან მარცვლეულის შეთანხმების მიღწევაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

“თქვენი მონაწილეობით, უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების საკითხი მოგვარდა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ”, – თქვა პუტინმა.

მან ასევე თქვა, რომ მილსადენი „თურქული ნაკადი“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გზაა ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების საქმეში.

„მინდა, აღვნიშნო, რომ “თურქული ნაკადი”, რომლის მშენებლობაც რამდენიმე ხნის წინ დავასრულეთ, დღეს არის ევროპის რუსული გაზით მომარაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერია. “თურქული ნაკადი” შეუფერხებლად მუშაობს და ევროპელი პარტნიორები ამისთვის თურქეთის მადლიერნი უნდა იყვნენ”, – თქვა კრემლის ლიდერმა.

Leave a Reply

Menu Title