გერმანელების უმრავლესობა რუსეთისგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მომხრეა

გერმანელების 71% მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა რუსეთისგან ენერგეტიკულად დამოუკიდებელი უნდა გახდეს, ხოლო საპირისპირო მოსაზრება გამოკითხულთა მხოლოდ 24%-ს აქვს.

Deutschlandtrend-ის განახლებულ კვლევაში აღინიშნება, რომ გერმანიის დასავლეთში ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მხარს უჭერს მოსახლეობის შესამჩნევად უფრო დიდი პროცენტი, ვიდრე ქვეყნის აღმოსავლეთში – 76 პროცენტი 54-ის წინააღმდეგ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, გერმანელების 39% მართებულად მიიჩნევს უკრაინაში იარაღის მიწოდების ამჟამინდელ მოცულობას. ივნისში ასეთ მოსაზრებას 42% იზიარებდა. ამასთან, გამოკითხულთა 32% (+9% ივნისთან შედარებით) მიიჩნევს, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდება ძალიან შორს წავიდა და მხოლოდ 23%-მა (-6%) განაცხადა, რომ მიწოდების გაზრდა შესაძლებელია.

რაც შეეხება სანქციებს, გერმანელების 37% მათ კვლავ არასაკმარისად მიიჩნევს, ივნისში 41% იყო. 34%-ს მიაჩნია, რომ ამჟამად სანქციები საკმარისად არის დაწესებული (-3%), ხოლო გერმანელების 21%-ს მიაჩნია, რომ სანქციების ომი უკვე ძალიან შორს წავიდა (+6%).

Deutschlandtrend-ის კვლევა Infratest dimap ინსტიტუტის მიერ ტელეარხ ARD-ის დაკვეთით 1-3 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1313 ადამიანი, მათ შორის, 858 ტელეფონით და 455 ონლაინ ფორმატში.

Leave a Reply

Menu Title