ნავთობისა და გაზის რიგ საბადოებსა და მილსადენებში სახელმწიფო აქტივების მმართველი კომპანია Petoro-ს გენერალური დირექტორი კრისტინ კრაგსეთი ნორვეგიის ეროვნული კეთილდღეობის ფონდში შეტანილი რეკორდული თანხების შესახებ საუბრობს.
2022 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, პეტოროს ფულადმა ნაკადმა შეადგინა 234 მილიარდი ნორვეგიული კრონი, რაც 48 მილიარდით მეტია მთლიანი 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე. Petoro-ს მიერ მართული პორტფელის მეშვეობით ნორვეგიის ეროვნული კეთილდღეობის ფონდი ყოველდღიურად 1,3 მილიარდ ნორვეგიულ კრონს (130 მილიონ დოლარს – „აიპრესი”) იღებდა.
„ნორვეგიის მთავრობას არასდროს არ მიუღია ასეთი უზარმაზარი მოგება ნავთობის ბიზნესიდან”, – ამბობს Petoro-ს გენერალური დირექტორი კრისტინ კრაგსეთი.
რეკორდული შედეგი, უპირველეს ყოვლისა, ენერგორესურსების უკიდურესად მაღალ ფასებით არის განპირობებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი წვილი რეკორდულ შემოსავლებში თავის წილი შეიტანა 2020 წლის ხანძრის შემდეგ კვლავ მწყობრში შესულმა გაზის საბადო სნოჰვიტმა.
წყარო: ipress.ge