ევროპულმა საბჭომ გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების შესახებ რეგულაცია მიიღო

ევროპულმა საბჭომ ზამთარში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების შესახებ რეგულაცია მიიღო. ამის შესახებ ევროპული საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროკავშირის ენერგომომარაგების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, საბჭომ დღეს მიიღო რეგულაცია ზამთარში ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ნებაყოფლობითი შემცირების შესახებ (15%-ით). რეგლამენტი ითვალისწინებს საბჭოს შესაძლებლობას აამოქმედოს გაფრთხილება მიწოდების უსაფრთხოების შესახებ, ამ შემთხვევაში გაზის მოთხოვნის შემცირება გახდება სავალდებულო“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზის მოთხოვნის შემცირების მიზანი ზამთრისთვის გაზის დაზოგვაა, რათა ევროკავშირი მოემზადოს რუსეთიდან გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის, რომელიც მუდმივად იყენებს ენერგომომარაგებას იარაღად.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, შეამცირონ გაზზე მოთხოვნა 15%-ით გასული ხუთი წლის განმავლობაში საშუალო მოხმარებასთან შედარებით, 2022 წლის 1-ლი აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე.

Leave a Reply

Menu Title