რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” რუსთავი-თელავი-ჟინვალის D-300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში აღნიშნული გაზსადენის 211.9კმ-ზე არსებული კოროზირებული მონაკვეთი შეიცვალა ახლით.
ბუნებრივი გაზის მიწოდებას, ეტაპობრივად განახორციელებს შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

Leave a Reply

Menu Title