საქართველოში საწვავის იმპორტი 12,3%-ით გაიზარდა

საწვავზე საერთაშორისო კონკურენცია მნიშვნელოვნადაა გაზრდილი

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, საწვავზე საერთაშორისო კონკურენციის ზრდის გარდა, ფასების რეკორდული მატებაც გამოიწვია.   ევროკომისია შემდეგი კვირიდან სრულად კრძალავს რუსული ნახშირის იმპორტს, თავად გაზპრომი – ამცირებს ევროპისთვის გაზის მიწოდებას. ცნობისთვის, რუსეთი ევროკავშირს აირის 40%-ით ამარაგებდა.

იმის ფონზე რომ ევროპა ერთდროულად უარს ამბობს რუსულ გაზზე და ამავდროულად ცდილობს ნახშირისა და ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვის შექმნას, ზამთარში მათი ბედი მნიშვნელოვანწილად მაინც აზიის სამ ყველაზე ძლიერ ქვეყანაზე – ჩინეთზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე –  იქნება დამოკიდებული.

აზიის ქვეყნები ევროპასთან ერთად ბუნებრივი აირისა და ნახშირის უდიდესი იმპორტიორები არიან. ბუნებრივი რესურსების მოხმარება პიკს სწორედ ზამთარში აღწევს,  ევროპის ბედი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული: ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მეტეოროლოგიურ პირობებზე.

“რა თქმა უნდა, ამინდი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია“ – “Bloomberg-ის“ ანალიტიკოსი.  “თუ რუსეთი არ გაზრდის ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროპაში და აზიაში ზამთარი საშუალოზე ცივი იქნება, ეს კიდევ უფრო გააძვირებს გაზის ფასებს. შესაბამისად ევროკავშირისთვის გართულდება ალტერნატიული წყაროების მოძიება.“

“ევროპაში, ისევე როგორც სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, ქვანახშირზე  დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით, მაღალი ენერგიის შემცველზე.“ – ამბობს  “Bloomberg-ის“ ანალიტიკოსი ალი ასგარი. “იაპონია და კორეა  ევროპასთან ერთად კონკურირებენ ქვანახშირის მეტი მარაგის მოსაპოვებლად“.

ენერგორესურსების მხრივ ყველაზე კომფორტული მდგომარეობა ჩინეთს აქვს. რუსეთი ევროპაში გაზის მიწოდების შემცირების პარალელურად, ჩინეთის მიმართულებით ზრდის თხევადი აირის ნაკადს, რითაც საცავის სწრაფად შევსებაში ეხმარება.

“თუ ზამთარი ცივი იქნება, სამხრეთ კორეასა და იაპონიას დამატებითი რესურსების მოძიება დასჭირდებათ, რაც საერთაშორისო ბაზარზე ენერგორუსებზე ფასების მატებას განაპირობებს. შესაბამისად ევროპისთვის, კიდე უფრო რთული გახდება რუსეთის ენერგორესურსების გარეშე ზამთრის გადატანა“- ამბობს “IHS Markit-ის“ გლობალური და განახლებადი ენერგიის ხელმძღვანელი ჟოუ ჟო.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title