ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ზაპორიჟიეს ტერიტორიის დაბომბვა. ამის შესახებ მან Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა.

„რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში და უკრაინის მხარეს გადასცეს ყველა ატომური ელექტროსადგური უკრაინაში”, – წერს ესტონელი დიპლომატი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 6 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა გაანხორციელეს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურსა და ამავე ოლქის ქალაქ ენერჰოდარზე. 

Leave a Reply

Menu Title