Brent-ის მარკის ნავთობის ფასის მორიგი დაცემა გამოწვეული იყო დაბალი ლიკვიდურობით და მრავალრიცხოვანი საფრთხის ზრდით, მათ შორის რეცესიის, ჩინეთის „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკით კოროვირუსის მიმართ და ქვეყნის უძრავი ქონების სექტორში არსებული ვითარებით, აშშ-ში სტრატეგიული მარაგების გათავისუფლებით და რუსეთში მოპოვების აღდგენით. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, იუწყებაა “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
„ჩვენი აზრით, ნავთობის ფასის ზრდის შესაძლებლობა რჩება მაღალი, თუნდაც ყველა ამ უარყოფითი ფაქტორის გათვალისწინებით, რადგან ბაზარი იმყოფება უფრო დიდი დეფიციტის მდგომარეობაში, ვიდრე ველოდით ბოლო თვეების განმავლობაში“, – აცხადებენ ექსპერტები.
თუმცა, მათ შეამცირეს ნავთობის ფასის პროგნოზი 2022 წლის მესამე და მეოთხე კვარტალებისთვის 110 და 125 დოლარამდე/ბარელზე, შესაბამისად, 140 და 130 დოლარიდან/ბარელზე.
2023 წლის პროგნოზი უცვლელი დარჩა 125 დოლარის ოდენობით ბარელზე.