კვიპროსის იმ ტერიტორიაზე, რომლეზეც გაზის დიდი მარაგი აღმოაჩინეს თურქეთს პრეტენზიები აქვს

იტალიურმა და ფრანგულმა ენერგოკომპანიებმა Eni-მ და Total-მა, რომლებიც ერთობლივად არიან დაკავებულნი კვიპროსის შელფზე ბუნებრივი აირის მოძიებაში, აღმოაჩინეს ლურჯი საწვავის დიდი მარაგი კვიპროსის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის (EEZ) მეექვსე ბლოკში.

ამის შესახებ კვიპროსის სამაუწყებლო კორპორაცია (RIK) იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დამატებითი კვლევის შემდეგ არის მოსალოდნელი. აღნიშნულია, რომ აღმოჩენილ ახალ საბადოს მიმდებარედ შესაძლოა მდებარეობდეს გაზის სხვა მარაგები.

გაზის მარაგების აღმოჩენის გამოცხადების შემდეგ, კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოანის კასულიდისმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ოფიციალურად ჯერ არ იყო ინფორმირებული.

კასულიდისმა გაიხსენა პროცედურა, რომლის მიხედვითაც ენერგეტიკულმა კომპანიებმა ინფორმაცია ჯერ ენერგეტიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს უნდა წარუდგინონ და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთონ საჯარო განცხადებები.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ანკარას აქვს პრეტენზია ამ ზონაზე, სადაც Eni და Total აწარმოებენ სამუშაოებს.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply

Menu Title