რუსეთმა უკრაინის გავლით ევროკავშირში ნავთობის ექსპორტის შეჩერების შესახებ განაცხადა

უკრაინის მაგისტრალური მილსადეენების სახელმწიფო ოპერატორმა რუსული ნავთობის ტრანზიტი უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიმართულებით „დრუჟბეს“ ნავთობსადენის სამხრეთ განშტოების გავლით. მიზეზად რუსეთის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობა დასახელდა.

რუსული კომპანია აცხადებს, რომ ევროკავშირის სანქციების გამო ვერ ახერხებს ტრანზიტის საფასურის გადახდას, უკრაინა კი რუსული საწვავის ტრანზიტულ მომსახურებას 100%-იანი წინასწარ გადახდის საფუძველზე ახორციელებს.

ივნისში ევროკავშირმა დათანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს, რომელიც რუსული ნავთობზე უარის თქმას ითვალისწინებს, თუმცა, უნგრეთის და სლოვაკეთის ბაზრებზე ნავთობის სწრაფად ჩანაცვლების შეუძლებლობის გამო, „დრუჟბეს“ გავლით მიწოდება არ უნდა შეზღუდულიყო. უკრაინის სახელმწიფო კომპანიაში განაცხადეს, რომ მომსახურეობის საფასურის გადახდა ვერ განხორციელდა სანქციების მეშვიდე პაკეტის გამო, რომელიც ივლისში იყო შეთანხმებული.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ ცივილიზებული სამყარო მას სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებს.

Leave a Reply

Menu Title