ჰაერის დაბინძურება მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 5 ტრილიონი დოლარი უჯდება

მდიდარმა ქვეყნებმა, „კლიმატის დაფინანსების“ მიზნის მიღწევა ვერ შეძლეს

მდიდარმა ქვეყნებმა „კლიმატის დაფინანსების“ დაპირება კვლავ ვერ შეასრულეს, რაც ღარიბი ქვეყნებისთვის კლიმატის კრიზისთან გასამკლავებლად $100-მილიარდიანი დახმარებით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. ამის შესახებ, ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) განაცხადა.

ჯერ კიდევ 2009 წელს, განვითარებულმა ქვეყნებმა, 2020 წლისთვის, დაუცველი სახელმწიფოებისთვის ყოველწლიურად $100 მილიარდის გადარიცხვის პირობა დადეს. ბენეფიციარებში იყვნენ ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან კლიმატის ცვლილებებითა და მის შედეგად გამოწვეული კატასტროფებით.

OECD-ის ინფორმაციით, სინამდვილეში, 2020 წელს, განვითარებულმა ქვეყნებმა ბენეფიციარებს მხოლოდ $83.3 მილიარდი გადასცეს, რაც მიზანს $16.7 მილიარდით ჩამორჩება. ფინანსები მოლაპარაკებების მტკივნეულ ნაწილად იქცა, ღარიბი ქვეყნები კი აცხადებენ, რომ დაბინძურების შეკავებას დახმარების გარეშე ვერ მოახერხებენ. თავის მხრივ, მსოფლიოს მდიდარი ქვეყნები, გამომუშავებული ემისიების უდიდეს ნაწილზე არიან პასუხისმგებელნი, რაც ღარიბ ნაწილზეც უარყოფითად აისახება.

„ღია საზოგადოების ფონდების“ კლიმატური მიმართულების დირექტორი თვლის, რომ მდიდარი ქვეყნების მხრიდან ვალდებულების შესრულება სახელმწიფოებს შორის ნდობის აღდგენისთვის აუცილებელი წინაპირობაა. დაგნეტის განცხადებით, $100 მილიარდი ის თანხაა, რაც მოწყვლად სახელმწიფოებს რეალური საჭიროებების დასადგენად სჭირდებათ.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title