უკრაინა: რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისევ დაბომბეს

რუსმა დამპყრობლებმა კვლავ დამომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია. ამის შესახებ 11 აგვისტოს Энергоатом-ის პრესსამსახურმა Telegram-ზე განაცხადა.

“სადგურის ტერიტორიაზე ხუთი რაკეტა ჩამოვარდა – შედუღების ადგილისა და რადიაციის წყაროების შესანახი ადგილის გვერდით. მცირე ტერიტორიაზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.” – ნათქვამია განცხადებაში.

კიდევ ხუთი რაკეტა სახანძრო სადგურის მიდამოში ჩამოვარდა, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მდებარეობს, დასძინა პრესსამსახურმა.

სადგურზე სიტუაცია ახლა კონტროლს ექვემდებარება, აღნიშნა Энергоатом-მა.

კომპანიამ აღნიშნა, რომ რუსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს თანამშრომლები პანიკაში არიან და ტოვებენ სადგურს, არის ყალბი და მანიპულაციური.

Leave a Reply

Menu Title