რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნას მხარს არ უჭერს

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია წერს.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინის ატომურ ელექტროსადგურს „ტერორისტული თავდასხმებისგან იცავს“.

„სადგურის დემილიტარიზაციამ, შესაძლოა ის დაუცველი გახადოს მათთვის, ვისაც მისი მონახულება უნდა. რა იქნება მათი მიზნები და ამოცანები, არავინ იცის. ჩვენ არ გამოვრიცხავთ რაიმე პროვოკაციებს, სადგურზე ტერორისტულ თავდასხმებს, რომელიც უნდა დავიცვათ“, – განაცხადა მან.

ნებენზიამ ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, რომ გაეროს ხელმძღვანელმა უნდა განმარტოს რას გულისხმობს „დემილიტარიზაციის პერიმეტრში“.

Leave a Reply

Menu Title