ერდოღანის ბრძანებით ბოსფორისა და დარდანელის სტურეები რუსული გემებისთვის დაიხურა

ერდოღანი: თურქეთი ენერგორესურსების ბაზარზე პოზიციებს იძლიერებს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაოფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი შეიარაღებისა და ენერგორესურსების ბაზარზე პოზიციებს იძლიერებს.

„მხოლოდ ბოლო 20 წელია, ჩვენი ქვეყანა იარაღის იმპორტიორების რიგებში აღარ არის. თურქეთი იარაღის წარმოებისა და მიწოდების კუთხით მსოფლიო ბაზრის მსხვილი მოთამაშეა“, – ამის შესახებ ერდოღანმა დღეს, თურქეთის პროვინცია ჩორუმში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის სფეროში თურქეთის იმპორტდამოკიდებულება 21 წლის მინიმუმზეა.

„ჩვენი ძალისხმევა არ შემოიფარგლება მხოლოდ თავდაცვის სექტორით. ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. მაშინ, როცა ევროპელები სერიოზულად არიან შეშფოთებულნი მომავალი ზამთრის გამო, თურქეთი დგამს სტრატეგიულ ნაბიჯებს თავისი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მან ყურადღება გაამახვილა შავ და ხმელთაშუა ზღვებში თურქეთის წყლებში საძიებო და ბურღვით სამუშაოებზე. „მჯერა, რომ საბურღი გემი „აბდულჰამიდ ჰანი“, რომელიც ამჟამად ახორციელებს საძიებო სამუშაოებს ხმელთაშუა ზღვაში, არანაკლებ გაგვახარებს, ვიდრე შავ ზღვაში 540 მილიარდი კუბური მეტრის მარაგის მქონე გაზის საბადოს აღმოჩენის ამბავი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„შიდა საბადოებიდან გაზის წყალობით თურქეთი კიდევ უფრო გაძლიერდება“, – აღნიშნა ერდოღანმა.

Leave a Reply

Menu Title