გერმანიაში, გაზის ეკონომიის მიზნით, საზოგადოებრივ შენობებს 19 გრადუსამდე გაათბობენ, განიხილება აგრეთვე ბიტკოინის ფერმების ნარჩენი სითბოს გამოყენების იდეა

ეკონომიკის ფედერალურმა მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა Süddeutsche Zeitung-თან საუბრისას ენერგიის დაზოგვის აუცილებლობის საკითხს შეეხო.

ეკონომიკის ფედრალურ მინისტრ რობერტ ჰაბეკის თქმით, საზოგადოებრივი შენობები მაქსიმუმ 19 გრადუსამდე უნდა გათბეს, შენობა-ნაგებობები, კორპუსები, ძეგლები და სარეკლამო სისტემები ღამით აღარ უნდა იყოს განათებული.

ეკონომიკის სამინისტრო ფედერალური მთავრობის სხვა ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს დამატებით ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს.

გერმანიის ქალაქების ასოციაციის მიერ ენერგიის დაზოგვის შესახებ წინადადადებათა შორის საცურაო აუზებში წყლის ტემპერატურის შემცირებასთან ერთად არის სკოლების სპორტულ დარბაზებში ტემპერატურა 15 გრადუსამდე, საკლასო ოთახებში კი 20 გრადუსამდე შეზღუდვა.

ექსპერტები თვლიან, რომ საოჯახო მეურნეობებმა და მრეწველობამაც უნდა შეამცირონ გაზის მოხმარება. პირველის წილი გერმანიის მიერ მოხმარებული გაზის მოცულობაში 31%-ია, მეორის კი ~37%-ს. მრეწველობამ მარტრსა და აპრილში მოხმარება ~11%-ით შეამცირა, ხოლო კერძო საოჯახო მეურნეობებმა 6%-ით.

ენერგიის დაზოგვის შესახებ საუბრობს და ბიტკოინის ფერმების ნარჩენი სითბოს აუზების, საოჯახო მეურნეობების და კომერციულ შენობების გათბობის სისტემებისთვის მიწოდებასთან დაკავშირებულ ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებზე მიუთითებს Bitkom-ის პრეზიდენტი ახიმ ბერგი. მისი თქმით, მონაცემთა ცენტრების ნარჩენ სითბო საკმარისია 350 ათასი ოჯახისთვის, თუმცა სახელმწიფო და კერძო მეურნეობების გათბობის ქსელებთან მიერთება არ ხერხდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო.

გერმანიის ენერგეტიკის სააგენტოს (DENA) მონაცემებით, გერმანიაში დაახლოებით 186 000 საჯარო შენობაა. ოთახის ტემპერატურის ერთი გრადუსით შემცირებით, გაზის საშუალოდ ექვსი პროცენტით დაზოგვაა შესაძლებელი.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply

Menu Title