როგორ უნდა დავიცვათ ტყე-პარკები ხანძრისგან

ძალიან სამწუხაროდ ტყისა და ველის ხანძრებს 90%-ზე მეტი არის ადამიანის დაუდევრობით გამოწვეული და ეს რისკი ძალიან მაღალია ზაფხულში, აქტიური დასვენების პერიოდში, – როგორ უნდა დავიცვათ ტყე-პარკები ხანძრისგან ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც არა მხოლოდ უყურადღებოდ დატოვებული კოცონი გამხდარა ხანძრის წარმოშობის წყარო, არამედ ის ნარჩენებიც, რომელსაც ჩვენ გადაადგილებისას ვტოვებთ. არ სჭირდება ამას საკანონმდებლო აქტებში ჩახედვა, აუცილებელია, რომ ის ელემენტარული წესები დავიცვათ. არ სჭირდება ამას სპეციალური განათლება, რომ დავიცვათ ჩვენი ბუნება და არ გავხდეთ ტყის ხანძრების წარმოშობის წყარო. პირველ რიგში, სწორად შევარჩიოთ კოცონის დასანთები ადგილი. ხშირ შემთხვევაში სპეციალური ნიშნებია განთავსებული. თუ ისეთ ადგილზე ვიმყოფებით სადაც ასეთი ნიშანი არ არის, ცეცხლი არ დავანთოთ ტოტების ქვეშ, განსაკუთრებით წიწვოვან ტყეში. კარგი იქნება თუ ცეცხლის დასანთებ ადგილს მოვამზადებთ და გავწმენდთ ადვილად აალებადი მასალებისგან 1.5 მეტრის რადიუსში. სანამ ტერიტორიას დავტოვებთ დავრწმუნდეთ, რომ კოცონი კარგად არის ჩამქრალი. ეს შეგვიძლია გადავაკონტროლოთ წყლის მისხმითა და მიწის მიყრით“, – განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.

Leave a Reply

Menu Title