მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გერმანიამ გაზის საცავები 75,43%-ით ვადაზე ადრე შეავსო

გერმანიამ გაზის საცავები 75,43%-ით ვადაზე ადრე შეავსო, რადგან ამ დონემდე მიღწევას 1-ლი სექტემბრისთვის გეგმავდა. ინფორმაციას DW გაზისა და წყალბადის შენახვის სისტემების გერმანულ ოპერატორთა ასოციაცია INES-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

INES-ის თანახმად, საცავების შევსება ზაფხულში გაზის მოხმარების შემცირებისა და ჩრდილო-დასავლეთ ევროპიდან ლურჯი საწვავის იმპორტის გაზრდის შედეგად დაჩქარდა.

ევროკავშირის რეგულაცია ადგენს, რომ გერმანიის საცავები 1-ელ ოქტომბრამდე, მინიმუმ, 85%-ით, ხოლო 1-ლი ნოემბრისთვის, მინიმუმ, 95%-ით უნდა შეივსოს. თუმცა, DW-ის პროგნოზით, თუ არსებული ტემპი გაგრძელდება, ეს მიზნებიც ვადაზე ადრე მიიღწევა.

ევროკავშირის გეგმის მიხედვით, მარაგების ზრდამ გაზის ბაზარზე ნებისმიერი რყევები, პირველ რიგში კი რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა უნდა დააკომპენსიროს.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის მოსაგვარებლად, ევროკავშირმა გაზის საგანგებო გეგმა შეიმუშავა. ის თითოეულ ქვეყანაში ნებაყოფლობით ზამთარში ბუნებრივ აირის 15%-ით დაზოგვას ითვალისწინებს, თუმცა მრავალ გამონაკლისს შეიცავს.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

Leave a Reply

Menu Title