ევროპაში ტყის ხანძრები რეკორდულ ნიშნულზეა

ევროკავშირში ტყის ხანძრები რეკორდულ ნიშნულზეა. ცეცხლმა უკვე 660 ათასი ჰექტარი გაანადგურა.

2022 წლის დასაწყისიდან ხანძარმა ლუქსემბურგზე ორჯერ მეტი ფართობი მოიცვა.

2017 წელს ევროკავშირში ტყის ხანძრების შედეგად, აგვისტოში დაახლოებით 420,000 ჰექტარი დაიწვა. ოქტომბერში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის მასივის მოცულობა 988,087 ჰექტრამდე გაიზარდა. იმის გამო, რომ ხანძრის სეზონი შორს არის დასრულებისგან, EFFIS-მა განაცხადა რომ წელს შესაძლოა, ახალი რეკორდი დამყარდეს.

ევროკავშირში ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად ესპანეთი, რუმინეთი და პორტუგალია დაზარალდა. საფრანგეთში ამ კვირაში 60,000 ჰექტარზე მეტი დაიწვა. რაც ბევრად აღემატება ქვეყნის წინა რეკორდს. 2019 წელს 43,600 ჰექტარი დაიწვა.

2010 წლიდან ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში ხანძრების რაოდენობის მზარდი ტენდენცია შეინიშნება. როგორც ცნობილია, ევროპის ამჟამინდელი გვალვა შესაძლოა ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე აღმოჩნდეს.

Leave a Reply

Menu Title