მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

2025 წლისთვის შესაძლებელია დაახლოებით 500 მგვტ ქარის და 250 მგვტ მზის სადგურების ინტეგრაცია – პროგნოზი

2025 წლისთვის შესაძლებელია დაახლოებით 500 მგვტ ქარის და 250 მგვტ მზის სადგურების ინტეგრაცია, – აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმაში.

ბოლო წლებში განსაკუთრებულად გაიზარდა საქართველოში ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობისადმი ინტერესი. აქედან გამომდინარე, საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორმა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ევროპელი კონსულტანტების DigSILENT, DMCC, R2B კონსორციუმის დახმარებით შეისწავლა ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროების საქართველოს ენერგოსისტემაში ინტეგრირების შესაძლებლობები.

კვლევის შედეგები ასეთია:

  • 2020-2021 წლამდე (საბალანსო მექანიზმების ამუშავების შემდეგ) საქართველოს ენერგოსისტემაში შესაძლებელია 333 მგვტ ქარის და 130 მგვტ მზის სადგურების ინტეგრირება (პოტენციალის 25%);
  • 2025 წლისთვის შესაძლებელია დაახლოებით 500 მგვტ ქარის და 250 მგვტ მზის სადგურების ინტეგრაცია, ამასთან, დამატებით მიმდინარეობს განახლებული ანგარიშები, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ლიმიტები შეიძლება დაკორექტირდეს
  • 2030 წელს საპროგნოზოდ 1332 მგვტ ქარის და 520 მგვტ მზის სადგურების ინტეგრირება (პოტენციალის 100%).

 საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა წარმოადგენს გადამცემი სისტემის ოპერატორს, რომლის ფუნქციაა როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიან პერიოდებში სისტემის მდგრადობის და საიმედოობის შენარჩუნება. განსაკუთრებით დიდი გამოწვევაა რეალურ დროში (ონლაინ რეჟიმში) სისტემის მოხმარება-მიწოდების და ექსპორტ-იმპორტის დაბალანსება ისე, რომ ელ. ენერგიის ხარისხის პარამეტრები შენარჩუნებული იქნას ნორმის ფარგლებში. ასევე დიდი გამოწვევაა ენერგოსისტემის მართვა, მდგრადობის და მთლიანობის შენარჩუნება ავარიულ რეჟიმებში. იმისათვის, რომ კომპანიამ შეძლოს ელექტროენეგიის მართვისათვის საჭირო ზუსტი მონაცემების გენერირება და მიმოცვლა, აუცილებელია „სსე“-ის სისტემაში დანერგილი სხვადასხვა ინფორმაციული ტექნოლოგიების პლატფორმათა ინტეგრირება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას. აღნიშნული არის საფუძველი SCADA-ს და საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) განვითარების ათწლიანი გეგმისათვის. აღნიშნულ დოკუმენტში ქსელის განვითარების თანმიმდევრულად მოცემულია საინფორმაციო ტექნოლოგიების და SCADA-ს განვითარების გეგმა.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title