არქტიკული დათბობის ტემპი გლობალური დათბობისას ოთხჯერ აღემატება

ახალი კვლევის თანახმად, უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში, არქტიკის პოლარულ რეგიონში დათბობის ტემპი თითქმის ოთხჯერ აღემატება დანარჩენი მსოფლიოსას. ამასთანავე, კვლევაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ კლიმატური მოდელები პოლარული დათბობის სიჩქარის სათანადოდ შეფასებას ვერ ახერხებენ.

„ჩვენ წარმოგიდგეთ მტკიცებულებებს იმისა, რომ 1979-2021 წლებში არქტიკა თბებოდა თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად ვიდრე მთელი მსოფლიო“, – აცხადებენ კვლების ავტორები. მკვლევრები ბოლო 43 წლის განმავლობაში წარმოებულ სატელიტურ დაკვირვებებს რეალური მდგომარეობის არაადეკვატურ შეფასებას უწოდებენ და მსოფლიოს აფრთხილებენ, რომ არქტიკული დათბობა გლობალურ დათბობაზე ოთხჯერ სწრაფად მიმდინარეობს.

არქტიკის სწრაფად დათბობის შესახებ შეფასებები ტერიტორიის გეოგრაფიული არეალის შესწავლასთან ერთად ხშირად იცვლებოდა. თუმცა, Communications Earth & Environment-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ, არქტიკული წრის დათბობის ტემპში მნიშვნელოვანი რეგიონული ცვალებადობა აღმოაჩინა. მაგალითისთვის, არქტიკული ოკეანის ევრაზიის სექტორი, „სვალბარდისა“ და „ნოვაია ზემლიას“ არქიპელაგებთან ახლოს, ათწლეულში 1.25 გრადუსი ცელსიუსით თბება – შვიდჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო.

ნორვეგიაში დაფუძნებული არქტიკული საბჭოს სამუშაო ჯგუფი 2021 წლის მაისში აცხადებდა, რომ არქტიკის ზედაპირის ტემპერატურის საშუალო ზრდა 1971-2019 წლებში 3.2 გრადუს ცელსიუსს უდრიდა. ეს დაახლოებით 3-ჯერ აღემატებოდა გლობალურად ტემპერატურის საშუალო ზრდას. შემდგომში, მსგავსი შეუსაბამობების თავიდან ასაცილებლად, კლიმატოლოგები არსებული მოდელების გადახედვისა და გაუმჯობესების აუცილებლობაზე თანხმდებიან.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title