პორტუგალიაში ტყის ხანძრებმა იფეთქა. კვამლი მადრიდს აღწევს

სამშაბათს ცენტრალურ პორტუგალიაში გაჩენილი მასიური ხანძრის კვამლმა მადრიდი მოიცვა.ცათამბჯენები, რომლებიც ცნობილია, როგორც „ოთხი კოშკი”, მადრიდში მდებარეობს და ხანძრის კერიდან 400 კილომეტრის დაშორებითაა, თუმცა კვამლშია გახვეული.

ესპანეთის დედაქალაქის მაცხოვრებლები წვით გამოწვეულ მძაფრ სუნს უჩივიან.

პორტუგალიის სერა და ესტრელას ეროვნულ პარკში ხანძარი, 6 აგვისტოს გაჩნდა და ძირითადად კვირას ჩაქრა. ორშაბათს ცეცხლი ისევ გაძლიერდა, რამაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია გამოიწვია.

1100-ზე მეტმა მეხანძრემ 13 თვითმფრინავის მხარდაჭერით ჩააქრო ხანძარი, რომელმაც 17 000 ჰექტარზე მეტი დააზიანა.

წყარო: europetime.eu

Leave a Reply

Menu Title