მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოფნის გამო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოფნის გამო.

სატელეფონო საუბარში ემანუელ მაკრონმა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის მოწოდება გააკეთა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის წინადადებას ადგილზე მისიის რაც შეიძლება მალე გაგზავნის შესახებ.

Leave a Reply

Menu Title