ბრიტანეთი თხევად გაზს ავსტრალიიდან ეზიდება

დიდი ბრიტანეთი ენერგიის დეფიციტმა იმდენად რთულ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ გაზს ავსტრალიიდან ეზიდება. BBC-ს წერს, რომ ჩვეულებრივ ავსტრალია ასეთ შორ მანძილზე არ ახორციელებს გადაზიდვებს, თუმცა ენერგოკრიზისის დასაძლევად და რუსული ენერგიის ჩასანაცვლებლად ასეთი პრეცედენტებიც ხდება.

თხევადი ბუნებრივი აირით (LNG) დატვირთული ტანკერი 22 აგვისტოს ჩავა ბრიტანეთში.

Bloomberg-ის ცნობით, ბოლო ექვს წელიწადში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავსტრალიამ თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) ევროპაში გაგზავნა.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply

Menu Title