იანვარ-ივლისში წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა წინა წელთან შედარებით 23,6%-ით არის გაზრდილი

სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” 2021 წლის ივლისში თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მონაცემების თანახმად, 2021 წელს ივლისში თბო, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია 1 მილიარდ 307 მილიონ 910 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ივლისის მაჩვენებელს 5,5%-ით სჭარბობს.

სულ, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში თბო, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია 8 მილიარდ 370 მილიონ 610 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე 23,6%-ით მეტია.

იანვარ-ივლისში მოხმარებულმა ელექტროენერგიამ (დანაკარგების ჩათვლით) 8 მილიარდ 807 მილიონ 610 ათასი კვტსთ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8,7%-ით სჭარბობს.

ივლისში საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულია 114 მილიონ 540 ათასი კვტსთ ელექტროენერგია.

სულ, იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტირებულია 737 მილიონ 740 ათასი კვტსთ ელექტროენერგია.

იანვარ-ივლისში საქართველოს მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ 1 მილიარდ 174 მილიონ 840 ათასი კვტსთ შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 31,2%-ით ნაკლებია.

დამოუკიდებლობის წლებში აშენებული სეზონური ელექტროსადგურების მიერ 2021 და 2022 წლების იანვარ-ივლისში გამომუშავებულია (მლნ კვტსთ):

შუახევი ჰესი – 165,45 → 331,69
დარიალჰესი – 308,25 → 298.68
ფარავანჰესი – 222,18 → 244,82
ხელვაჩაური ჰესი 1 – 104,86 → 142,60
ხადორჰესი – 75,87 → 79,15
ოლდ ენერჯიჰესი – 42,50 → 78.82
კირნათი ჰესი – 52,82 → 69,46
მესტიაჭალა ჰესი – 60,95 → 57,91
ლარსიჰესი – 41,63 → 48,81

წყარო: ipress.ge

Leave a Reply

Menu Title